|
2018-06-02 14:59:23, 1159 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: ნუ ცდილობენ ყველაფრის გადატანას პოლიტიკურ ჭრილში - ფეხებზე მკიდია „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“
"ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების, ასევე მათი ხელის დამფარველების დასჯას და არა სახელმწიფოს გადატრიალებას", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს განცხადება მისთვის გამაღიზიანებელი იყო და განმარტა, რომ თვეების განმავლობაში შს მინისტრთან შეხვედრას თავადაც ითხოვდა, თუმცა ამაოდ. "არჩევნებზე საერთოდ ნამყოფი არ ვარ. ბოლოს არჩევნებზე, რომ ვიყავი ბიულეტენი გავაუქმე და გამოვედი. რა პოლიტიკა რის პოლიტიკა?! მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების და მათი ხელის დამფარველების დასჯას. მათი ხელის დამფარველი არის სისტემა და სისტემას კიდევ ვიღაც აფარებს ხელს. ყველა ამ ხალხის დასჯას ვითხოვ და არა სახელმწიფოს გადატრიალებას. ვის მოსდის თავში იდეა, რომ მე თითქოს სახელმწიფოს გადატრიალება მინდა?! კვირიკაშვილის და მინისტრთა კაბინეთის წევრების გადადგომას ვითხოვ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სისტემის ნაწილი არიან და სისტემა ჩემი შვილების მკვლელებს მფარველობს. გამაღიზიანა იმან, როდესაც პრემიერი მოვიდა აქციაზე, ის შეეცადა ჩემ თვალებში ნაცარი შეეყარა და მოვეტყუებინე. ამბობდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გამოიძიებსო. მე თვითონ ვეხვეწებოდი შს მინისტრს, რომ შემხვედროდა და დამლაპარაკებოდა, მაგრამ ყურიც არ გააპარტყუნა. ახლა როგორ ვენდო გახარიას უწყებას?! პლუს ამას, რა უნდა გამოიძიოს გახარიას უწყებამ, როდესაც მტკიცებულებები არ არსებობს, მოწმეები არ არსებობს. ამბობენ, რომ საერთაშორისო ექსპერტები და პროკურორები ჩაერთვებიან - როცა არაფერი აღარ არსებობს, რას გამოიძიებენ ისინი?! ის მტკიცებულებები რაც აქვთ, სუბელიანის დაკავების დაფუძველს იძლევა, მაგრამ არ აკავებენ. გაწირეს შოთაძე და სუბელიანს თითს არ აკარებენ. ცდილობენ გამტეხონ, მაგრამ ბოლომდე შევაკლავ თავს ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის. მოვუწოდებ ხალხს ნუ ცდილობენ ამ ყველაფრის გადატანას პოლიტიკურ ჭრილში. არ მსურს ეს პოლიტიკა - ფეხებზე მკიდია "ოცნებაც" და "ნაციონალებიც", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)