15:04 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 15:48:51, 2706 ნახვა

მსოფლიო
კეივის სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო.

სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, როგორც პირი, რომელიც უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და მისი გაძევება უკრაინასა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

„კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ განიხილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება მიიღო არ დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნები“, - ნათქვამია კიევის საოლქო ადმინისტრატიული სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სააკაშვილი  საემიგრციო სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი გაძევების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics