|
2018-06-01 13:31:55, 1089 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმის დადგენა, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჰქონდა პროკურატურას საქმის გამოძიებისას
„გუშინ სასამართლომ დაადასტურა, რომ გამოძიებამ დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოავლინა, ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს ისე, როგორც კანონშია გაწერილი, ამიტომ აუცილებელია გამოძიების ხელახალი დაწყება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ დაადგინოს, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჰქონდა პროკურატურას საქმის გამოძიებისას. „ეს საქმე უნდა ყოფილიყო გამოძიებული თავიდანვე და მალე. იყო საფუძველი და საბაბი იმისა, გამოძიება წასულიყო იმ მიმართულებით, რომ უნდა გარკვეულიყო ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობაში მონაწილე სხვა პირი. დაუყონებლივ არის გამოძიება დასაწყები. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინა პროკურატურამ ამ დანაშაულის გამოძიების დროს და რატომ არ წავიდა გამოძიება ასევე სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. რაც შეეხება ახალ პროკურორს, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პასუხი განვითარებულ მოვლენებზე. "ეს დაგვანახებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას. აუცილებელია რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეთანხმებით, უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურის დასახელება, რომელიც მისაღებია საზოგადოებისთვის, არის მიუკერძოებელი და აპოლიტიკური, პროფესიონალი ადამიანი“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა. მან ასევე განმარტა, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემებია. „მე არ შევდივარ საპარლამენტო კომისიაში, თუმცა მივმართავ და გამოვითხოვ იმ მასალებს, რომლის მიხედვითაც განაჩენი უკვე დადგა და პარლამენტს მივაწვდით ჩვენს შეფასებებს, როგორ წარიმართა გამოძიება. ჩემი კომპეტენცია არის ვისაუბრო პრობლემებზე და ხელისუფლებას ვესაუბრო ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ფაქტია, რომ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები და ფაქტია, რომ უნდა გადაიდგას სერიოზული ნაბიჯები საგამოძიებო უწყებაში. ცვლილებები საჭიროა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)