16:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:21:15, 1573 ნახვა

კომენტარი
საყვარელიძე: ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს დაზარალებული და დამნაშავე, ყველანი დაზარალებულები ვართ

„ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე“, –  ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ–ერთი არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. მან ასევე აღნიშნა, რომ სასჯელი შეიძლბოდა მეტი ყოფილიყო.

„შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო სასჯელი, ზოგადად ადამიანი რასაც აკეთებს, ყველაფერს თავისით აკეთებს, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე და საერთოდ ვთვლი, ხორავას ტრაგედია ეს არც პოლიტიკურია და არც არანაირი... ეს არის ტრაგედია და მე ვთვლი, რომ ამას არ ჰყავს არც დაზარალებუილი და არც დამნაშავე, აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ, ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“, –განაცახადა მოკლული არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვიულის დედამ.

ცნობისთვის, სასამართლომ გ.ბ.-ს დადუნაშვილის მკვლელობისთვის 10.6 წელი მიესაჯა, ხოლო გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 9.9 წელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics