|
2018-06-01 13:13:58, 1230 ნახვა
სამართალი
ადვოკატი უცხოელი პროკურორების ჩართულობაზე: ეს აღიარებაა, რომ ქართველმა პროკურორებმა საქმე ვერ ან არ გამოიძიეს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძისთვის გაუგებარია, თუ რისთვის არის საჭირო საქმეში უცხოელი პროკურორების მონაწილეობა. როგორც კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმით, პროკურატურამ პრაქტიკულად აღიარა, რომ საქმე ვერ გამოიძია. "ეს არის გარკვეულწილად აღიარება იმისა, რომ ქართველმა პროკურორებმა საქმე ვერ ან არ გამოიძიეს. მიმაჩნია, რომ ეს ეს არის აღიარება იმისა, რომ თავის დროზე საქმე არ გამოიძიეს. სასამართლოს სხდომების დროს, როდესაც გამოვლინდა უამრავი ახალი გარემოება მათ ამ ყველაფერს ადექვატური შეფასება არ მისცეს. რაში სჭირდებათ უცხოელი პროკურორები, როდესაც ქართველები პროკურორები ყველაზე კარგად იცნობენ ქართულ კანონმდებლობას, ყველაზე მეტი ბერკეტი სწორედ ქართველ პროკურორებს გააჩნიათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, გუშინ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)