|
2018-05-31 23:16:27, 1280 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: სისტემა უკან არ იხევს და გადაწყვიტა, ბოლომდე გამანადგუროს
„სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არც ერთი პირი არ არის დასჯილი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. „ჩემო ძმებო და დებო, მე როგორც ვხედავ სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს. არც ერთი პირი არ არის ჯერჯერობთ დაკავებული ჩემი შვილის მკვლელებიდან, ყველა გარეთ არის. საქართველოს დატოვების უფლებაც მისცეს. ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ დგას პროკურატურის უკან?! მე პირადად აქ ვიდგები მანამ, სანამ ჩემი, სამართლიანობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ დაკავებული არ იქნება ყველა ის პირი, ვინც უხეშად ჩაერია ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც უხეშად ჩაერია შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. თითქმის 6 თვეა ამ საქმეს მყარად ვუდგავარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც განვაგრძობ ბრძოლას მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები ყველა სააშკარაოზე არ გამოვა. თავს შევაკლავ და არ მივცემ უფლებას არ პროკურატურას, არც პროკურატურის ზემდგომ ინსტანციებს, რომ ჩემს შვილს სულში ჩააფურთხოს“, - განაცხადა სარალიძემ. მან ასევე მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდ მადლობა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ყველა, მსოფლიოს კუთხეებიდან გვერდში გვიდგას, სოლიდარობას გვიცადებენ არა მარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს. ძირს სისტემა!“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)