|
2018-05-31 21:50:28, 1075 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - განაჩენთან დაკავშირებით მოქალაქეების აღშფოთებას, გუნდის წევრთა უდიდესი ნაწილი იზიარებს
„ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამაზე დაიწყება მსჯელობა მას შემდეგ, რაც დავლაგდებით და სწორ ფორმატს შევიმუშავებთ ამ საქმისთვის ნათელის მოსაფენად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის დიდი ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იზიარებს. მისი თქმით, ახლა, მთავარი ამოცანა ამ საქმისთვის ნათელის მოფენაა და მთავარი პროკურორის შერჩევა დღეს აქტუალური საკითხი არ არის. "დისკუსია, ბუნებრივია დაიწყება. არის კანონმდებლობით გაწერილი ვადები. ამას აქვს თავისი დრო, თუმცა, ეს დღეს და ხვალ, ბუნებრივია, არ მოხდება. დღეს აქტუალური საკითხი არის ის, რომ საზოგადოების კონკრეტულმა ნაწილმა გამოხატა თავისი აღშფოთება და ეს იყო საკმაოდ დიდი ნაწილი იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა. ამ აღშფოთებას გუნდის წევრთა უდიდესი ნაწილი იზიარებს, ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზი იქ აშკარად დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ან მოსამართლის ხარვეზი, ან პროკურატურის ხარვეზი, შესაბამისად, ჩვენც ვიზიარებთ შეშფოთებას იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც ერთად ვნახეთ, ყველამ ერთად ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამაზე დაიწყება მსჯელობა მას შემდეგ, რაც დავლაგდებით და სწორ ფორმატს შევიმუშავებთ ამ საქმისთვის ნათელის მოსაფენად. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამის შემდეგ დაიწყება ყოველგვარი სხვა განხილვები, როგორიც არის მთავარი პროკურორის შერჩევა და ა.შ. ეს არ არის დღევანდელი დღისთვის აქტუალური საკითხი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)