|
2018-05-31 20:28:12, 1212 ნახვა
კომენტარი
„რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები?“ - სააკაშვილი თბილისში მიმდინარე აქციას ეხმაურება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა არაფერს შესვლის და დასძინა, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემიდან ყველა ძველი მოსამართლე დაითხოვონ. "ამ სისტემაში სხვანაირად არ იქნება. მინისტრმა დანიშნა თავის ახლო ნათესავი გენერალური ინსპექციის უფროსად, იმის შვილმა მოკლა ბავშვი და ყველა ხელს აფარებს, იმიტომ რომ იმას აქვს ისეთი დავალება შესრულებული ივანიშვილისთვის, რომ იმას ხელს ვერავინ აკარებს. რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები,რომლებიც არიან ამ სისტემაში?- ამათ ხელთათმანებივით იცვლის მაფიოზი. რა თქმა უნდა სწორია შოთაძის გადადგომა, მაგრამ შოთაძე ვინ არის? ზუსტად ასე გადააყენეს ფარცხალაძე მისცა ივანიშვილმა ფული და გადასარევად არის მოწყობილი,ზუსტად ასევე მისცემენ შოთაძესაც პენსიაზე ფულს და ივლის გარშემო. რა შოთაძის გადაყენება, ყველა ძველი მოსამართლე არის გასაყრელი, ეს პროკურატურა არის დასაშლელი, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ეგრევე უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები“, -განაცხადა სააკაშვილმა.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)