16:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 17:40:34, 1236 ნახვა

კომენტარი
უგულავა: პროკურატურა ვერ გააგრძელებს ასეთი ფორმით არსებობას - შოთაძე უნდა გადადგეს

პირველი და აუცილებელი წინაპირობა არის პროკურორ ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების გადადგომა, - ამის შესახებ "ექპსრესნიუსს" "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განუცხადა, რომელიც მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობს. 

როგორც უგულავამ აღნიშნა, პროკურატურის მოქმედი ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. 

"ეს არის მინიმალური წინაპირობა, იმისათვის რომ ოდნავ მაინც, ოჯახს და საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ ღირს პროკურატურის და საერთოდ გამოძიების დალოდება. მეორე მთავარი მოთხოვნა - საზოგადოებამ უკვე მიაღწია იმას რომ პარლამენტი იძულებული გახდა დროებითი საგამოძიებო კომისია შეექმნა. "ევროპული საქართველო" ითხოვს, რომ კომისია იყოს დაკომპლექტებული ოპოზიციის უმრავლესობით და თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წევრი, რათა ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს. ამ პროკურატურის მიმართ ნდობა ნულოვანია და ის ვერ გააგრძელებს ასეთი ფორმით არსებობას", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics