|
2018-05-31 14:56:06, 1964 ნახვა
სამართალი
ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან
მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან. ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა: „ბატონ ზაზა სარალიძეს აქვს კითხვის ნიშნები გამოძიებასთანაც. ყველა საგამოძიებო მოქმედება გამოძიების დაწყების დღიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენ გვქონდა მაქსიმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დაზარალებულებისთვის აგვეხსნა თუ რას ვაკეთებდით, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია, რადგან ეს არის სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ბატონ ზაზა სარალიძესთან აღარ იარსებოს ამ კითხვის ნიშნებმა, რომ პროკურატურამ რაღაც არ გააკეთა, გადავწყვიტეთ ამ საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები, რომლებიც ჩაერთვებიან უშუალოდ გამოძიების პროცესში. მისი თქმით, საქმეში ჩაერთვებიან სერ ჯეფრი ნაისი, მოშე ლადორი და პოლ კაფი. „სერ ჯეფრი ნაისი 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია. მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ისრაელში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმის წარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი. ასევე საქმეში ჩაერთვება პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას. ეს ჯგუფი მსოფლიო სამართებრივ წრეებში განსაკუთრებული ავტორიტეტით გამოირჩევა და ხასიათდება. მათი უშუალოდ მონაწილეობით ჩატარდება ყველა საჭირო დამატებითი პროცედურები“ ,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)