15:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 13:55:48, 989 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: იმედი მაქვს, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი განაჩენი დადგება

„პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 „მინდა, გამოვეხმაურო დღევანდელ განაჩენს, რომელიც დადგა ძალიან აქტუალურ საქმეზე, ძალიან მგრძნობიარე საქმეზე. საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით, მოვისმინეთ, ასევე, პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ გაიზიარა სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც უკვე ვთქვი, ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას“, - განაცადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics