|
2015-05-27 18:49:13, 436 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა ლაგაზიძე: შესაძლოა, ყოფილმა "ნაციონალებმა" პროდასავლური კოალიციის ფორმირების საკითხი დააყენონ
„შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა პროდასავლური კოალიციის ფორმირების საკითხი დააყენონ“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „ექსპრესნიუსს" განუცხადა. „შესაძლოა არსებობდა წინააღმდეგობები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის მომავალ გეგმებზე ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ განვითარდებოდა სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე. არაა გამორიცხული, მუშაობა დაიწყონ პროდასავლური კოალიციის შესაქმნელად, რომელსაც პარტნიორობა არ ეხამუშება სხვა პროდასავლურ ძალებთან. თუნდაც "ნაციონალებისგან" გამოყოფილი დეპუტატების ბაზაზე, რომელიც შეეცდება შევიდეს პარლამენტში და მათთან კოალიციის გაფორმებაც არ იქნება პრობლემური „თავისუფალ დემოკრატებსა“ და "რესპუბლიკელებისთვის".“,-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. ამასთნ, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, არსებობს მრავალი კითხვა, თუ როგორ შეძლებს ოთხი პოლიტიკური ლიდერი ახალი პარტიის ფორმირებას. . „ჩნდება მრავალი კითხვა, როგორ უნდა მოასწროს ამ ძალამ ახალი პარტიის აწყობა, შესაბამისი ფინანსების მოძიება. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე რთული თემაა საქართველოში. სხვა საკითხია, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები ფორმირებას და 5% ბარიერის გადალახვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ფონზე ძნელად მესახება მათი პერსპექტივა არჩევნებში მონაწილეობისა თუ ფორმირების თვალსაზრისით. ერთმნისვნელოვნად შესაძლოა ითქვას, რომ ისინი ემზადებიან ამ პროდასავლური კოალიციის შესაქმნელად.“,-აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)