|
2018-05-31 09:24:52, 1308 ნახვა
სამართალი
ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენს დღეს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. გუშინდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, შემდეგ კი, სასამართლოს რეპლიკით არასრულწლოვანმა ბრალდებულებმა მიმართეს. როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური სასჯელი მიესჯებათ. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მთელი სხდომის განმავლობაში აპელირებდნენ. ფაქტობრივად, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების საბრალდებო დასკვნაში.ბრალდების მხარემ საკუთარი მოწმის ჩვენებები, რომელიც მათ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა, სრულად დააიგნორა, საკუთარ მოწმეებს მიაწერა ისეთი ფრაზების წარმოთქმა, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ ნათქვამი“, - განაცხადა კაკაბაძემ. ცნობისთვის, მოსამართლე დღეს განსაზღვრავს, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, თუ გამამართლებელს. ამის შემდეგ კიდევ ერთ სხდომას ჩანიშნავს, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს სასჯელის ვადას განუსაზღვრავს. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)