|
2018-05-30 18:50:52, 3001 ნახვა
მსოფლიო
არკადი ბაბჩენკო ცოცხალია - რუსი ჟურნალისტის მკვლელობა ინსცენირებული იყო - ვიდეო
რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკველობა ინსცინირებული იყო და ის ცოცხალია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზატორი დააკავა. უწყების ხელმძღვანელის ვასილი გრიცაკის განცხადებით, ბაბჩენკოს მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. აღნიშნული განცხადებები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, რომელსაც თავად "გარდაცვლილი" ჟურალისტიც დაესწრო. ბაბჩენკოს თქმით, მისი მკვლელობის ორგანიზატორების დასადგენათ 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მანვე განმარტა, რომ თავად ამ ოპერაციის შესახებ 1 თვის წინ შეიტყო. "ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის სპეცსამსახურს დვხმარებოდი და გავრცელდა ცნობა, ჩემი მკვლელობისა და გარდაცვალების შესახებ. ჯერ ცოცხალი ვარ - ვერ მოესწრებიან", - განაცხადა ჟურნალისტმა. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. უკრაინული მედია წერდა, რომ მას უცნობმა პირმა ზურგში სამჯერ ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტორობოტიც, გამოაქვყნა. ის დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცია. თავდასხმის დროს ჟურნალისტის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი იმყოფებოდნენ. ბაბჩენკო საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)