|
2018-05-30 17:05:29, 1165 ნახვა
კომენტარი
უგულავა: „ქართული ოცნებამ“ ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა დაგვინგრია
„ევროპული საქართველოსთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია დავით ბაქრაძის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოპოზიციისა და ხელისულფების წარმომადგენლებს შორის“, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ IRI-ის დღევანდელ რეიტინგებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა, რადგან საზოგოადოებას ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაუქრა. ,,ქართულმა ოცნებამ, როგორც ერთ დამპალ ვაშლს რომ ჩადებ კალათაში და შემდეგ ეს ყველა ვაშლს გადაედება, დაგვინგრია ჩვენ ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა, როგორიც არის პოლიცია, იუსტიციის სახლი. ანუ კორუფცია, როგორც მეტასტაზი, როგორც დამპალი ვაშლი ქართული ოცნების პირობებში მოედო მთელ ინსტიტუციებს. ამან განაპირობა ზუსტად მათ შორის ის, რომ ქართული ოცნების ლიდერების მხარდაჭერა ვარდება. რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ გააფუჭა ინსტიტუტები და შემდეგ ამან გამოიწვია ქართული ოცნების ლიდერების მხარდაჭერის ვარდნა იმიტომ, რომ მათ პერსონალური არაფერი გააჩნიათ. ხალხი ენდობოდა პრემიერ მინისტრს იმიტომ, რომ აირჩია და უნდა, რომ მან რამე გაუკეთოს. ხალხი ენდობოდა პოლიციას და შესაბამისად რეიტინგი ჰქონდა მინისტრს იმიტომ, რომ ენდობოდა რომ გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს საპირისპიროს. იზრდება კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, კორუფცია და პატრონი არ ჰყავს ქვეყანას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
სალომე უბირია
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)