|
2018-05-30 14:54:21, 1175 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: ვაპირებთ, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მძინარე დიპლომატია გამოაღვიძოს
„სწორია რომ საქართველო წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რა შედეგი მოყვება ამას თუ საქართველო და დღევანდელი ხელისუფლება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ურთიერთობებს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ამ გადაწყვეტილების დამკვეთია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძეს ელოდება და მისგან აინტერესებს, რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო. „ეს არის რუსეთის პასუხი იმ პოლიტიკაზე, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს, რომელსაც რატომღაც პრაგმატული პოლიტიკის სახელით მოიხსენიებთ და დიახ, ეს პოლიტიკა პრაგმატულია რუსეთისთვის და სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს ყველა სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც ამ ქვეყანასთან მიმართებაში აქვს თქვენი ხელისუფლების პირობებში. მათ შორისაა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია და ახლა უკვე არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა, რაც არის სახლემწიფო მნიშვნელობის საკითხი. როდესაც დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება რუსეთთან გავაგრძელოთ ურთიერთობა, გააგრძელოთ ბატონი აბაშიძე-კარასინის შეხვედრები, სადაც იღებთ ცინიკურ პასუხს, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე, მათი სხეულის შეურაცხყოფაზე, როდესაც ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ურთიერთობები და იქმნება განცდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ გაგრძელდება რუსეთის მხრიდან საკუთარი ინტერესების გატარება და მათ შორის არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლის თვალსაზრისით, შემდგომი წარმატებები“,- აღნიშნა სამადაშვილმა. დეპუტატი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის საქმიანობითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სირიის მსგავს რეჟიმებზეც არსებობს ზეგავლენის ბერკეტები, რომელიც ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა. „საინტერესოა, რა ძალისხმევა გაატარა საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა, იმისთვის რომ დროულად შეეტყო ამ საფრთხის შესახებ და საერთოდ რაიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად. რა შედეგი ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე ჩამოშლილ ურთიერთობებს, ჩვენ მეზობელ ირანთან, რომელთანაც მიუხედავად იმისა რომ რუსეთთან გვქონდა ძალიან რთული ურთიერთობები, ურთულეს ვითარებაშიც კი საქართველოს წინამორბედმა ხელისუფლებამ მოახერხა სტრატეგიული და სამოკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ჩამოიშალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. საინტერესოა იმუშავა თუ არა დიპლომატიურმა სამსახურმა არაბთა ლიგის სახელმწიფოებთან, იმისთვის რომ შეეჩერებინა ეს გადაწყვეტილება. სირიის რეჟიმის მსგავსი რეჟიმიც კი არ არსებობს მარტო მსოფლიოში და არსებობს მათზე ზეგავლენის ბერკეტები, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ აშკარად ვერ გამოიყენა“,- განაცხადა სამადაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიცია, ამ კუთხით ყველა ბერკეტის გამოყენებას აპირებს. „ვაპირებთ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაღვიძოს საკუთარი მძინარე დიპლომატია და ასევე დაზვერვის სამსახური, რომელსაც მსგავს საფრთხეებზე ინფორმირება და დროული რეაგირება ევალება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)