|
2018-05-30 14:38:23, 1243 ნახვა
კომენტარი
ფაშინიანი: სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს
„ჩემთვის დიდი პატივია პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ყოფნა, ვინაიდან, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან ღრმაა. „ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, ვცდილობდით სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას, იმის მიუხედავად, რა საქმიანობას ვეწეოდით. მე, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი და ახლა როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად. ახლა იმ კონკრეტულ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი მრავალი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ჩვენც აღვნიშნეთ ეს თარიღი და ნამდვილად, ეს დღესასწაულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სომხეთმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება თბილისში გამოაცხადა და ეს ფაქტი თავისთავად გვიჩვენებს, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები არის ძალიან ღრმა. ორ ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც შემდგომში უფრო უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით ინტენსიური ნაბიჯების გადადგმაზე“, - განაცხადა პაშინიანმა და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება: „საერთო ჯამში, შევთანხმდით, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებშია და რომელიც ყოველთვის იყო პოზიტიური, გადავიყვანოთ ახალ დინამიკაში, კონკრეტულ შედეგებში, მათ შორის - ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გააქტიურების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული შედეგების დაფიქსირებას ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ურთიერთობებში გრძელვადიანი ხედვის საჭიროება. ჩვენ გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი საერთო ინტერესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არსებული თანამშრომლობა, გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად განვავითაროთ. ჩვენ საქართველოსთან მრავალი ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ვიმუშავებთ მათი დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის. ასევე, ვიმუშავებთ ახალ პროექტებზე; აღსანიშნავია, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ განწყობა და სურვილია“, - განაცხადა პაშინიანმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)