|
2018-05-30 13:48:15, 1030 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე: ნაცვლად იმისა, რომ ეს კითხვები მოხსნილიყო, უფრო გამრავლდა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაზარალებულ ზაზა სარალიძეს შეხვდნენ და საქმის მიმდინარეობისა და გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს სურვილი ჰქონდათ, რომ ამ ძალიან ტრაგიკული საქმის შესახებ უშუალოდ დაზარალებულებისგან მიეღოთ ყველა დეტალი და ყველა ინფორმაცია უშუალოდ მათგან, პირადად მოესმინათ. "ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა არაერთი კითხვის ნიშანი და რაც უფრო გაგრძელდა გამოძიება სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ეს კითხვები მოხსნილიყო და დამაჯერებელი პასუხები ყოფილიყო გაცემული, უფრო გამრავლდა. ამისთვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომ კითხვებზე, რომლებიც უჩნდება საქმესთან დაკავშირებით, როგორც დაზარალებულებს, ასევე მის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, პასუხები გასცეს. იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ ჩვენ ბუნებრივია, ამ საქმეს მივადევნებთ ძალიან აქტიურად თვალს, შევხვდებით ყველა ჩართულ მხარეს და მოვისმენთ ყველა მოსაზრებას და პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებზეც ამ ეტაპისთვისაც კი დამაჯერებელი პასუხები გაცემული არ არის", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)