|
2018-05-29 20:37:24, 1411 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: პროკურატურამ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული გადააწერა იმ პირებს, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუძღოდათ ბრალი
„ბრალდების მხარეს არ სურს ისაუბროს იმ მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლოს დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყა ძალიან სუსტი და უსაფუძვლო იყო. „მათ არ სურთ ისაუბრონ იმ მოწმეებზე რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მოცემულ ფაქტში სხვა დანაშაულის ჩამდენი პირების მონაწილეობა. ბრალდება სურს განსაჯოს მხოლოდ და მხოლოდ ის პირები რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი. ვინაიდან ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა იყო ძალიან სუსტი და უსაფუძვლო, ჩვენი მოთხოვნაა სასამართლომ არ გაიზიაროს პროკურატურის პოზიცია და გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია. თუ დავაკვირდებით საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, ჩვენ დავინახავთ რომ რეალურად დანაშაულის ჩამდენი პირები არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში. საგამოძიებო ორგანომ კი სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული გადააწერა იმ პირებს, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუძღოდათ ბრალი", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ხვალ განახლდება. ხვალინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)