|
2018-05-29 14:58:53, 1346 ნახვა
სამართალი
შსს-მ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა. „ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, ფულადი თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოთ პნევმატური იარაღი), რომელიც შესაბამისი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. სამართალდამცველებთან პირველადი გამოკითხვისას დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა რომ, მან 2018 წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ იგივე ფილიალზე განახორციელებულა ყაჩაღობა, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა. გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)