|
2018-05-29 12:11:00, 1247 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დაზარალებულებს შეხვედრას სთავაზობს
პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში დაზარალებულებს სამუშაო შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ განაცხადა. „გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულ მხარესთან და მათ ჰქონდათ სრული წვდომა საქმის მასალებთან. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან. არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა ჩაგვეტარებინა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა“, - განაცხადა კაპანაძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)