|
2018-05-29 11:54:57, 1303 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ეკუთვნის
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მოზარდების მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ეკუთნვის“, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც პროკურორმა განაცხადა, შემთხვევის ადგილიდან სულ 22 ობიექტია ამოღებული. „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები, ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავთ ბრალდებულ გ.ჯ-ს შავტარიანი, გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა როგორც ერთ-ერთი მოკლულის, დ.ს.-ს ბიოლოგიური პროფილი, ასევე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა. აღნიშნულით ცალსახად დგინდება, რომ ხსენებულმა ბრალდებულმა გარდაცვლილს მიაყენა დაზიანებები აღნიშნული დანით. ასევე ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელსაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ადგილზე მყოფი ექიმების ჩვენებებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით სხვა მაკრატელის ან მსგავსი საგანი არსებობა არ დგინდება“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)