|
2018-05-26 16:54:26, 1305 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას. „ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღეს ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯს დგამს. მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება ძალიან აფასებს. ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციით და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)