|
2018-05-26 11:26:56, 2091 ნახვა
ეკონომიკა
მარგველაშვილი: ეკონომიკური და ბიზნესის კეთების სიმარტივის პარამეტრით, საქართველო მართლაც ერთერთი ლიდერი ქვეყანაა
გიორგი მარგველაშვილმა, ანდჟეი დუდამ და ანდრეი კისკამ და გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი -"კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში" გახსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს ფორუმში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი, როგოც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური მონაწილეობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის განაცხადია. "ძალიან ემოციურია ეს დღე ჩვენთვის, და მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ორ საყვარელ და ახლო მეგობართან - პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან ერთად ვხვდებით. ეს ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, რადგან ეს ორი ადამიანი, საქართველოს საკითხს და ინტერესებს ძალიან მტკიცედ იცავდა და იცავს ბევრ საერთაშორისო ფორმატში, ბევრ მნიშვნელოვან კონტექსტში და ძალიან ამაღელვებელია, რომ ეს დღე ჩემ მეგობრებთან ერთად დაიწყო და მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთი წლის წინ კრინიცაში, მაშინ მე და პრეზიდენტი დუდა შევხვდით ერთმანეთს პანელზე და ჩემი ოცნება იყო, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი საქართველოშიც განხორციელებულიყო და რეალურად ასეც მოხდა - რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობას, პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტს და საქართველოს სავაჭრო პალატას მადლობა გადაუხადა. "საქართველოში უაღრესად დროულია ამ თავყრილობის გამართვა, რადგან ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკონომიკური ურთიერთობის პროცესში საქართველო სულ უფრო პრინციპულ და მნიშვნელოვან ადგილს და როლს იმკვიდრებს, იქნება ეს ენერგომატარებლების გატანა, თუ განსაკუთრებით ის პროექტები, რომლებიც უკვე ევროპაში დამთავრდება მომავალ წელს და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილი გახდება. ეხება ეს ასევე, სავაჭრო გზებს, რომლებიც სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთთან აკავშირებს. შავი ზღვა, აღმოსავლეთით, ზღვის არმქონე ეკონომიკებისათვის ხდება სწორედ ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს. ეკონომიკური და ბიზნესის კეთების სიმარტივის პარამეტრით, საქართველო მართლაც ერთერთი ლიდერი ქვეყანაა. ეს სწორი, ეკონომიკური პოლიტიკის კეთების შედეგადაა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება. "საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას, არა მცირე - 3 მილიონიან ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის გამო - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შედეგად, 2 მილიარდიან დიდ, ძლიერ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმის ორგანიზებას თბილისში უზრუნველყოფდა კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი - The Foundation Institute for Eastern Studies და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)