|
2018-05-25 21:54:35, 1878 ნახვა
ეკონომიკა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებს ავსტრიის საელჩომ საჩუქარები გადასცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალში გასულ მწვანე ტექნოლოგიების 18 სტარტაპიდან ექვს სტარტაპს ავსტრიის საელჩომ საჩუქარი გაუკეთა. საელჩოს გადაწყვეტილებით ისინი სრული დაფინანსებით ავსტრიაში გაემგზავრებიან. ეს სტარტაპებია: • Oxyn - ბლოკჩეინ პლათფორმა და კრიპტოვალუტა მწვანე მომხმარებლებისთვის • Mostat - WiFi თერმოსტატი ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის • Production of Grape&Fruit Juice - ხილის წვენის წარმოება -სრული ციკლი თერმული დამუშავების გარეშე • EVE Grower - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, მზა მიწის კაფსულებითა და ავტომატური მორწყვის რეჟიმით. • Spy Recipe - ქართული სუნელების ნაზავი რეცეპტებით. • Traktor - ჭკვიანი დამხმარე 500 მილიონი ფერმერისთვის განვითარებად ქვეყნებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 18 სტარტაპი დღეს გამოვლინდა. თითოეულმა გამარჯვებულმა საკუთარი სტარტაპის გასავითარებლად ჯილდოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ღონისძიება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საინვესტიციო კომიტეტის წევრები. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 26 თებერვალს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 132 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 43 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ, GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენდა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
(NS)
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)