|
2015-05-27 11:22:15, 408 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან
„გამარჯვებისთვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ. როგორც ისინი ირწმუნებიან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების კონკურენტულ გეგმას შესთავაზებენ. „პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას; ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ არ ვაპირებთ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე. ჩვენ გვესმის რომ მოსახლეობას დღეს ეკონომიკური პრობლემები აღელვებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკურ ცენტრი, მოვიზიდოთ და პოლიტიკურ პროცესში ჩავრთოთ პროფესიონალები. ჩვენ გვჯერა რომ ადამიანების თავისუფლების რადიკალური გაზრდა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნილებაა და სწორედ ამ გზით მიიღწევა საზოგადოების სწრაფი გამდიდრება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)