|
2018-05-23 16:11:27, 2153 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე გასიტაშვილი: დღეს საქართველო მართლაც ისტორიული პროცესის მონაწილეა
სტრასბურგის სასამართლოში საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ განხილვა გაიმართა. სასამართლოს სიტყვით საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა მიმართეს. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა აღნიშნა, პროცესზე ქართული მხარე ძალიან საინტერესოდ და ძლიერად იყო წარმოდგენილი. „სამართლებრივი არგუმენტები და ფაქტობრივი მოტივაცია იყო საკმაოდ დეტალურად, მძლავრი აქცენტებით წარმოჩენილი. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, გარკვეული ნაწილი, ცოტა არ იყოს, გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა იყო, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, სამართლებრივად რატომ იყო საჭირო. ფაქტობრივ ნაწილს რაც შეეხება, ძირითადი არგუმენტები რუსული მხარის იყო ის, რომ არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ფოტოების, სიუჟეტების, სოციალურ ქსელში დადებული ინფორმაციის სახით, რომელთა ნაწილი აღარ არსებობს, ნაწილი კი შემონახულია; თუმცა, როგორც მოსამართლე, ვიტყვი, რომ, თუკი კონკრეტული მტკიცებულებების ავთენტიკურობა არ არის დადგენილი, ამ მასალებზე შემდეგი შეფასება და მსჯელობა, მაგალითად, საერთო სასამართლოების სისტემაში, არც მიიღება და არც განიხილება − სამართლებრივად შეუძლებელია, ვიმსჯელოთ, თუკი ექსპერტიზა არ არსებობს; ვინაიდან ყალბია თუ არა მტკიცებულება, ეს მხოლოდ ექსპერტის შესაფასებელია, არცერთი მოსამართლე ექსპერტი არ არის. ემოციურად ძალიან ამაღელვებელი იყო ბრიტანელი ადვოკატის მიერ იმის აღნიშვნაც, თუ რამდენად განსაკუთრებული თარიღია ჩვენთვის 26 მაისი. 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან 100 წლისთავი. ბენ ემერსონმა საამაყოდ წარმოადგინა ჩვენი მხარე და დიდ წარმატებას ვუსურვებ ქვეყანას. ის, რაც სამართლიანია, ვფიქრობ, სწორი გეზი უნდა პოვოს. არის რიგი საკითხებისა იურისდიქციის მიმართულებით. მართლაც გარკვეული პრეცედენტია შესაქმნელი ამ საქმეზე, რადგან სახელმწიფოთაშორისი დავები ამ სასამართლოსთვისაც კი ცოტა შეზღუდული და სხვა კრიტერიუმით განიხილება. ასე რომ, დღეს საქართველო მართლაც ისტორიული პროცესის მონაწილეა და ვნახოთ, ჩვენ ერთად ვაკვირდებით ამ პროცესს", − აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)