|
2018-05-23 14:07:05, 1366 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელი" მონაწილეებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ, მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას. გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაიონების - გურჯაანის, ყვარლის, მცხეთის, ქარელის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ და პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა. "ფიქრი საქართველოზე და სამშობლოს მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისათვის. თქვენი ჩართულობით უზრუნველყოფთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების ჩართულობასა და აქტიურობასაც, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ფიქრობს როგორ მიხედოს და მოუაროს საკუთარ ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონალური თემის წარმომადგენლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)