|
2015-01-19 14:56:11, 1658 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „ალგანს“ თანამშრომლები „შრომის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ
დაცვის კომპანია „ალგანს“ თანამშრომლები „შრომის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ. დაცვის ერთ–ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობას, მისი თხოვნიდან გამომდინარე, არ ვამჟღავნებთ, „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, კვირაში მათთვის 40 საათიანი სამუშაო დროა განსაზღვრული, თუმცა დამატებით 20 საათით უწევთ სამუშაო მოვალეობის შესრულება. მისივე ინფორმაციით, არიან პირები, რომლებიც დღეგამოშვებით მუშაობენ და კვირაში 80 საათი უწევთ მუშაობა, თუმცა მათ ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ უნაზღაურებენ. „როდესაც შრომის კოდექსი ძალაში შევიდა, კომპანიას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია“, – აცხადებს თანამშრომელი. კომპანიას 500–მდე დაცვის თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. თითოეულის ხელფასი კი, თანამშრომლების ინფორმაციით, 200–დან 350 ლარამდეა. „მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ობიექტი ერთ თანამშრომელზე საშუალოდ 500–დან 1200 –მდე ლარს რიცხავს, ხელფასი მაინც 200–დან 350 ლარამდეა“,– აღნიშნა კომპანიის თანამშრომელმა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგი მელიქიძემ, დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ხელფასთან დაკავშირებით თანამშრომლების მიერ გამოთქმულ პრეტენზიას ასე უპასუხა: „წელიწადში 2 400 ლარი გაქვთ, ეს მშვენიერი ხელფასია. ამასთან კვებაც გაქვთ“. აღსანიშნავია, ხელფასს თანამშრომლები ხელზე იღებენ და ამისთვის, მათ სამუშაო ფორმის ჩაცმა უწევთ. „პრიველყოფილი დროა შემორჩენილი. ხელფასების გაცემის დროს დიდი რიგია. იქ ბევრი რაიონიდან (გორიდან, ხაშურიდან) მუშაობს. ხშირად ხელფასის ასაღებად რიგში მდგომებს კარებს ცხვირ წინ უხურავენ და ეუბნებიან „მუშაობა დავასრულეთ და დღეს ფულს ვეღარ მიიღებთ“. გარდა ამისა, ხელფასის ასაღებად მისულ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ამის ბრძანებას, კი დაცვის სამსახურის უფროსი ზვიად მურმანიშვილი გასცემს, რომელიც უტაქტობით გამოირჩევა“, – აღნიშნა „ალგანის“ წარმომადგენელმა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, როდესაც დაცვის სამსახურის თანამშრომელთან ხელშეკრულება ფორმდება, ხელმოწერა პირობების გაცნობის გარეშე ხდება. „ხელშეკრულებას არავის აძლევენ, რადგან არავინ წაიკითხოს და პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეთ“, – ამბობს კომპანიის დაცვის თანამშრომელი. შეგახსენებთ, „ შრომის კოდექსში“ ცვლილებები 2013 წელს შევიდა. ცვლილებების თანახმად კი, დამსაქმებელი ვალდებულია, კანდიდატს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომის პირობების, შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ისეთ არსებით პირობებს, როგორებიცაა: მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, სამუშაო დრო, დასვენების დრო, შრომის ანაზღაურების ოდენობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ა.შ. კოდექსის თანახმად, რეგულარული სამუშაო დრო, კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. კერძო სექტორების მიერ „შრომის კოდექსის“ უგულვებელყოფა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში აღნიშნა და მათ მოუწოდა „კერძო სექტორმა კეთილი ინებოს და „შრომის კოდექსს“ პატივი სცეს“. „დასაქმებულები ისევ უფლებების დარღვევის სიტუაციაში არიან. მთავრობამ და კანონმდებლებმა ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს პატივი სცეს და დასაქმებულის უფლებები დაიცვას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, დაცვის კომპანია “ალგანი“ 2004 წელს დაფუძნდა და დღეს თბილისში ერთ–ერთი ლიდერია. კომპანიის მომსახურებაში სხვადასხვა ობიექტების დაცვა შედის, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სიგნალიზაციით, ვიდეოთვალით, საგანგაშო ღილაკით და ა.შ.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)