|
2018-05-23 11:04:31, 1210 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო
„უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ, შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ვერცერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს და ერთადერთი საკითხი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხარვეზს უწოდებს, უშიშროების საბჭოს ეხება. „ვერც ერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს პრეზიდენტი. ერთადერთი აქვს, ასე ვთქვათ მუდმივად აჩემებული, ეს სიტყვა უნდა, გამოვიყენო უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭო ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ. შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება. ეროვნული უშიშროების საბჭოები მოქმედებს საპრეზიდენტო, ზოგ შემთხვევაში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში და რატომ. იმიტომ , რომ იქ პრეზიდენტს პირდაპირ ექვემდებარება შესაბამისი სფერო -თავდაცვის, უსაფრთხოების სფერო, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ორგანო არის შექმნილი პრეზიდენტთან იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის გამგებლობის ქვეშ. ასეთი მარტივი ნონსენსი გასწორდა კონსტიტუციაში და ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხარვეზს უწოდებს პრეზიდენტი. ვერც ერთი სხვა მაგალითი მას ვერ მოჰყავს",- განაცხადა კობახიძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)