|
2018-05-23 10:21:49, 1591 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება. სხდომა თბილისის დროით 11:00 საათისთვის არის ჩანიშნული. სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით სათათბიროდ გავა. გადაწყვეტილების გამოცხადებას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება. სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები დაიცავენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილი დარღვევები ევროპული სასამართლოს წინაშე დასადგენად საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოში, აგვისტოს ომის გამოძიებაზე რუსეთის წინააღმდეგ 700-მდე ახალ მტკიცებულებას წარადგენს. ცნობისთვის, საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ ის დასაშვებად ცნეს 2011 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს საქმე განსახილველად დიდ პალატას დაეწერა. 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდში საქმეზე 33 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, 16 საქართველოს მთავრობის მიერ იყო გამოძახებული, 11 – რუსეთის, ხოლო 6 თვითონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ. აღსანიშნავია, რომ საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც პრეცედენტულია. სტრასბურგის სასამართლო პირველად განიხილავს ასეთ ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)