|
2018-05-22 12:58:28, 1539 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს პროექტის - „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა. საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მეორე შეხვედრა მიეძღვნა თემას: „ნამდვილი ქართული ბიზნესი“, რომელსაც კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი გაუძღვა. სემინარზე სპიკერმა ისაუბრა ქართული ბიზნესისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს კომპანია „დიოს“ შექმნის ისტორია − როგორ ან რატომ გაჩნდა იდეა, როგორია კომპანიის მართვის ფორმა, მისი განვითარებისთვის თანმდევი გარდამტეხი ეტაპები. საქართველოს ბანკი განაგრძობს საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისა და კლიენტების მხარდაჭერას და მომავალშიც შესთავაზებს მათ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებულ სემინარსა თუ მასტერკლასს, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს, წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.
(R)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)