|
2018-05-22 10:11:38, 1232 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ წავიდნენ
ნარკოტიკის გასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდში ყველა თანხმდება, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ზოიძის თქმით, ამ საკითხზე გუნდი იმსჯელებს. „ოდენობასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და თუ ვერ მოხდება შეჯერება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია. როგორც იტყვიან, „ჯიბეში გვიდევს არა“. ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მხოდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება. რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)