|
2018-05-21 17:13:49, 1211 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლო, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს „მიუხედავად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღევანდელი ურთიერთობები რუსეთისა და ევროპის საბჭოსი, რომლის ნაწილია სტრასბურგის სასამართლო, მათ შორის, მწვავე ურთიერთობები ფინანსურ თემებზე, სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს. ამისათვის დააფუძნეს ის ევროპელმა მამებმა თავის დროზე. დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვართ იმ გაგებით, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთდა და მთავარია, ახლა დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე როგორ გამოვა ქართული მხარე. სხდომაც არ არის მარტივი. მხარეები ღელავენ ყველა სასამართლო პროცესის წინ. ეს ბუნებრივია. საინტერესოა, რას გვიპასუხებს რუსეთი, რა აქვს მას კიდევ სათქმელი. შემდეგ უკვე ყველა ერთად დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, არ გაჭიანურდება დროში; იმიტომ, რომ პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა 2006 წლის მოვლენებზე, როდესაც ეთნიკური ნიშნით ქართველები რუსეთიდან გამოაძევეს, კოლექტიური გამოძიებების ღონისძიებების ფორმით ეს დავა ჩვენ არსებითად მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კომპენსაციის საკითხს განიხილავდა მოგვიანებით. მას შემდგე გავიდა 3 წელზე მეტი და დღემდე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან არ გვაქვს კომპენსაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ამ დავაზე, როდესაც 23 მაისის სხდომა ჩატარდება. გადაწყვეტილებას უფრო ადრე მივიღებთ, ვიდრე სამი წელია,“-განაცხადა თეა წულუკიანმა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)