16:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 14:29:19, 330 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენ უნდა შევძლოთ იმის დაბრუნება, რაც დავკარგეთ

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 
როგორც მან განაცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ მოეპოვებინა, ამას თაობები შეეწირნენ და ქართველმა ხალხმა ეს უნდა დააფასოს. 
 "26 მაისი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანისთვის. გილოცავთ თავისუფლებას, გილოცავთ დამოუკიდებლობას და ყველაფერს იმას, რაც ამ წუთებს უკავშირდება. თავისუფალ საქართველოში, თავისუფალ მოქალაქეებში, თავისუფალ ადამიანებში იბადება ყველა ის სიკეთე, ის ბედნიერება, რომელსაც ჩვენი ერი და თითოეული მოქალაქე იმსახურებს. იმას, რომ ეს დღე რეალობად ქცეულიყო, თაობები შეეწირნენ. ბევრმა თაობამ ისე დალია სიცოცხლე, რომ ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ამის დაფასება, დაფასება იმის, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ გაფრთხილება იმის, რაც გვაქვს, უნდა შევძლოთ დაბრუნება იმის, რაც დავკარგეთ და ყველანი ვიყოთ ბედნიერი, ამას ვიმსახურებთ და ეს ასე იქნება",– აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics