|
2018-05-18 20:09:13, 1490 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: სისტემის სწრაფ ჰუმანიზაციას ეფექტურობა ვერ დაეწია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ
„სისტემა გახდა ჰუმანური, მაგრამ ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური. აი ამ დისბალანსს თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას“, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას. ბოკერიას კითხვაზე - „როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ კრიმინალის ზრდას გაგებით მოეკიდოთ?“ - მინისტრის პასუხი ასეთი იყო: ,,კონცეპტუალურად გიპასუხოთ? გაგებით ვეკიდები… დღეს სამართალდამცავ სისტემაში ხდება მარტივი რამ. ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ მართლმასჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ხდება ახლა. ძალიან მარტივია, იდეალურზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ რაღაც სტანდარტებზე. სასამართლოში მტკიცებულებების სტანდარტი, პროკურატურის მუშაობის სტანდარტი და კიდევ ბევრი რამ. რეალურად ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისტემა გახდა ჰუმანური. რატომ ვსაუბრობ მე რომ გაგებით ვეკიდები- სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეპტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური, აი ამ დისბალანსს ჰუმანურობის გაზრდასა და ეფექტურობის ვერ დაწევას შორის თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას. შემდეგ აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტში ამბობთ, რომ გაგებით მოეკიდეთ. მე ამას ასე ვუყურებ, აღვიქვამ და ვთვლი, რომ არის ობიექტური რეალობა და აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)