|
2015-05-26 13:49:41, 402 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს
ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს, ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, 26 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 200-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო. პრემიერმა წვევამდელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ყველას გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევადნელი დღე, მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს წვევამდელებს. სიმბლოურია, რომ თქვენ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები, ეს დიდი და საამაყო სახელია. დღეს თქვენ ფიცით განამტკიცეთ საკუთარი მზადყოფნა, რომ ერთგულად და პატიოსნად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. ყველას უნდა გვახსოვდეს, თუ რის ფასად ვდგავართ აქ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსთვის. სწორედ მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს თქვენ ამაყად შეგიძლიათ თქვათ - ვემსახურები საქართველოს! ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს, ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმებლობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი ვალის აღსრულება და მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის საპატიო სახელს, პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს წინაშე და ის პატრიოტული სულისკვეთება, რომლითაც იწყებთ სამსახურს, შეგმატებთ ძალას, რომ ბოლომდე ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ქართულ შენაერთებს მიულოცა. „მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია 26 მაისი მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. განსაკუთრებით ქართულ შენაერთებს ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, უცხო მიწაზე თავდადებით და ერთგულად ემსახურებიან მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოებას, მათ ბედნიერ მომავალს. მე მეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცი, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა. „დღეს არ შემიძლია კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული პატივით და მოწიწებით არ გავიხსენო ჩვენი გმირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ქედს ვიხრი მათი უკვდავი სახელების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)