|
2018-05-18 18:07:55, 1894 ნახვა
სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაეცეთ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 33 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, მოსარჩელეების მიმართ, ერთჯერადად 3 ათასი ლარის გაცემასთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. „2018 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, სრულად დააკმაყოფილა 33 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, მოსარჩელეების მიმართ, ერთჯერადად 3000 ლარის გაცემასთან დაკავშირებით, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 10 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარის გაცემის თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მინიჭებული „დაზარალებულის“ სტატუსის მიუხედავად, მოსარჩელე პირებზე, დახმარების გაცემა არ მომხდარა. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნით, უშედეგოდ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. მოპასუხეთა განმარტებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოძიებული იქნა ფინანსური ხარჯები. ამასთან, დაზარალებულთა სიების დაზუსტების მიზნით, მათივე დავალებით კერძო კომპანიებმა წარადგინეს იმ პირთა სიები, რომლებიც დაზარალებულებთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყვნენ. დაზუსტებულ სიებში ვერ მოხვდნენ მოსარჩელეები, ვინაიდან კერძო კომპანიებს მათ შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა, თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით“,- ნათქვამია განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)