|
2018-05-17 15:47:47, 1573 ნახვა
კომენტარი
კახიძე - სახელმწიფომ ლგბტ აქტივისტების მიმართ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინა
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, ლგბტ აქტივების უსაფრთხოება უზუნველყოს. კახიძის თქმით, უმცირესობებს არ აქვთ იმის განცდა, რომ მათი უფლებები ქვეყანაში დაცულია. „აბსოლუტურად გასაგებია ლგბტ საზოგადოების წუხილი, რომ არ აქვთ განცდა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე. დღემდე გამოუძიებელია ხუთი წლის წინ მომხდარი დარბევა. იმ დანაშაულზე სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინა. იგივე მოხდა 12 მაისს, როდესაც მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ ძალადობისკენ მომწოდებელი პირების დაკავების ნაცვლად ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული აქციის მონაწილეები", - განაცხადა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)