|
2018-05-16 14:03:52, 1460 ნახვა
სამართალი
ზოიძე: შსს-ს სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლისთვის დამატებითი ბერკეტი უნდა მივანიჭოთ
მივანიჭოთ სწორედ ეს ბერკეტი, იმისთვის, რომ მთავრობას შეეძლოს აღკვეთოს შესაბამისად სააფთიაქო ნარკომანიის ბერკეტები შსს-ს მიზანმიმართული და გეგმაზომიერი ქმედება, გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ შევძლებთ ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებას საქართველოს შავ ბაზარზე, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნარკოტიკების პრობლემა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ეს ბრძოლა არ დასრულდება, მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ ნარკოტიკული საშუალება არამარტო ფიზიკურად არამედ მატერიალურად ხელმიუწვდომელი იყოს ნარკომომხმარებლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა არამხოლოდ მთლიანად მთელი მთავრობისგან, არამედ მთელი საზოგადოებისგან, რადგან ეს არ არის თემა, რომელიც უნდა ეხებოდეს ერთ ან ორ ადამიანს. ეს უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და პრობლემა ნარკოპოლიტიკისა, ზოგადად გახლავთ, მთელი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი მომავალი განვითარების, ძალიან ძალიან დიდი გამოწვევა“,-განაცხადა ზოიძემ. ამასთან, დეპუტატის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლას ალტერნატიული ნარკოტიკული საშუალების მოძიების მცდელობები მოჰყვება, ამიტომ შსს დამატებითი ბერკეტები უნდა მიენიჭოს. „ჩვენ ვხედავთ რომ შსს ზღუდავს და ებრძვის ნარკოტიკების რეალიზაციას ყველა იმ ძირითად ადგილებში სადაც ეს ხდება. კერძოდ, ჰეროინისა და კოკაინის ბაზარი, რომელიც ჩვენთვის თბილისში ცნობილ უბნებშია კონცენტრირებული. ეს გახლავთ ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღება და გასვლა იმ წყაროებზე და არხებზე საიდანაც ხდება სწორედ მიწოდება და ასევე ის ვითარება რაც იყო გარკვეულწილად ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან მიმართებაში. ყველა ამ მიმართულებით შსს-მ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები და ამ ნაბიჯების შემდგომი განვითარება იქნება გეგმაზომიერი და შეუქცევადი. მაგრამ ამას როგორც ჩვენ ველოდებით წინა გამოცდილების მიხედვით ამ ქვეყანაში ნარკოტიკებთან ბრძოლის, აუცილებლად მოჰყვება ალტერნატიული ნარკოტიკული საშუალების მოძიების მცდელობები, მათ შორის ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის თემა, რომელიც არის აფთიაქებიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინება, არადანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. ჩვენთვის აუცილებელია რომ შსს-ს მივანიჭოთ სწორედ ეს ბერკეტი, იმისთვის, რომ მთავრობას შეეძლოს აღკვეთოს შესაბამისად სააფთიაქო ნარკომანიის ბერკეტები და ამითი ჩვენ კომპლექსურად შევძლოთ მთლიანად ნარკოტიკების გასაღების ბრძოლასთან შესამჩნევი შედეგის მიღწევა“,- აღნიშნა ზოიძემ. მისივე განცხადებით, ნარკომომხმარებლის მიმართ ჰუმანური პოლიტიკა, პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს. „ჩვენ შევძლებთ პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას იმ რეფორმით, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და ნარკომომხმარებლის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების გამოჩენას. ეს არის ის გზა რომლითაც ჩვენ შევძლებთ ამ ეგზისტენციალური პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტას. ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში იმ დამღუპველი ტენდენციის შეჩერებას რაც გამოიხატება ბოლო ათი წლის განმავლობაში“,- განცხადა ზოიძემ.
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)