12:02 - 16 Aug, 2026
|
2018-05-15 18:43:31, 1565 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელი გარემოება იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის გაცხადებით, ფემიციდის საკითხი უწყებისთვის პრიორიტეტულია. როგორც მან აღნიშნა, მთავრობას წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად იქნება გათვალისწინებული როგორც გენდერული, ისე გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. საუბარია მათ შორის მკვლელობაზე. ამასთან, მეზვრიშვილის განმარტებით, კანონპროექტი ფემიციდის ცალკე გატანას არ ითვალისწინებს. „არ გვინდა, მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც იქნება დისკრიმინაციული – გენდერული ნიშნით მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად შემოტანა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)