|
2018-05-15 18:05:28, 1721 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნარკოპოლიტიკის თემაზე, სახელწოდებით „ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობა სამართლებრივ გზაჯვარედინზე-ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის სისტემის ლიბერალიზაცია" კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, ჰანს-იორგ ალბრეხტიმ მიმართეს. კონფერენციის გახსნით ნაწილში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მოხსენებით წარსდგა, რომელმაც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ახალი რეფორმის მნიშვნელობასა და მისი მიღების აქტუალურობაზე ისაუბრა. „ეს არის ის თემა, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე. ნარკოპოლიტიკის ახალ რეფორმაზე, რომელიც ინიცირებულია უკვე პარლამენტში, პარლამენტი მთავრობასთან ერთად რამდენიმე თვეა უკვე მუშაობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ყურადღებით ისმენს ყველა მოსაზრებას, არგუმენტს, ანალიზს და ვემზადებით ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც ახალ მიდგომებს მოიაზრებს, ამას ჭირდება ძალიან კარგად გააზრებული, შედეგების წინასწარ გაზომვის გადაწყვეტილება. რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით. საკითხი ისმევა არის ეს სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში განსახილველი თემა თუ ეს არის ჯანდაცვის სფეროს პრობლემა, თუ ორივე ერთად?", - განაცხადა ეკა ბესელიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ახალ რეფორმას უკავშირდება. „ერთ-ერთი პრობლემა, რაც კანონმდებლების წინაშე დგას, არის სასჯელის პროპორციულობის საკითხი. ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა უკვე თავისი მითითებები და მიმართულება, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა აისახოს. შემდეგი არის ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის საკითხი, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რადგან ოდენობები დღეს ქმნის კვალიფიკაციის შემადგენელს და შემდგომ ეს უკავშირდება სანქციებს. ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ეს ნიშნავს სერვისებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება სჭირდება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. კონფერენციაზე ეკა ბესელიამ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებზეც ამ ეტაპისთვის, შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის და კონსულტაციების პროცესი გრძელდება. ერთ-ერთ ასეთ საკითხად, ეკა ბესელიამ ყველა ტიპის ნარკოტიკის მომხმარებლის სრული დეკრიმინალიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიდგომაზე პარლამენტსა და მთავრობის შიგნით განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება. „ნარკოპოლიტიკის რეფორმა, როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი შინაარსით, ერთ-ერთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას წარმოადგენს და პირადად მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ ამ საკითხს, რათა რაიმე შეცდომა არ იქნეს დაშვებული, რომელიც შემდეგ შედეგებზე აისახება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)