|
2018-05-15 16:26:56, 1359 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია: მივმართავთ ყველას ვისაც რაიმე აგრესიული განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა, რომელიც 17 მაისს გაიმართება არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, - ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოზმა აგრესიულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილს მოუწოდა, მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. "დღესასწაულისათვის სრულიად შეუსაბამო რიტორიკა ისმოდა, იგრძნობოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით ყველას გასაგებად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ამიტომ მივმართავთ ყველას ვისაც რაიმე ამდაგვარი განწობები აქვს თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგა. ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყველანაირი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს სწრაფად იქნას აღკვეთილი", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)