|
2018-05-15 15:38:28, 1183 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ტატუნაშვილზე: უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის, არამედ სამართლებრივ ჭრილში
„ყველა ის საკითხი, რომლებიც ეხება ტატუნაშვილის საქმეს, იქნება არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ ფორმატში დაყენებული სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის, არამედ სამართლებრივ ჭრილში, რათა სტრასბურგში რუსეთს სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება არ მიეცეს. „როგორც ამასწინათ გითხარით, ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარსა და მის გადმოცემაზე გვიწევდა მუშაობა, ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემისთვის ხელი არ შეგვეშალა, რომ ოჯახს და საქართველოს მისცემოდათ გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში; მათ შორის, სამართლებრივში, იმისთვის, რომ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი მაქსიმალურად იყოს დაცული და ჩვენს მხარეზე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მივცეთ სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)