|
2018-05-15 12:27:15, 1588 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ძალზედ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის
"საქართველოს არასდროს ჰქონია ისეთი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, როგორიც დღეს აქვს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც სანდო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში, რაც ასევე დაფიქსირდა ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმეტში. „იყო ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი აღმოსავლეთ სამზობლოში ეს არის ერთის მხრივ დიდი პასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ დიდი შესაძლებლობა. საქართველოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ძალზედ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის. თანამშრომლობის დღეს არსებული ფორმატები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვქონეს მსჯელობა", - განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიზანში და იმ რეფორმებში, რასაც ამ გზაზე ახორციელებს. „საქართველოს ნაბიჯები და ამბიციები, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს არის სრულიად მხარდაჭერილი. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი". - განაცხადა ჯანელიძემ. ამასთან, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა ქვეყანა უნდა იყოს მზად, როდესაც ევროკავშირში მომწიფდება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველო განვითარების და რეფორმების კუთხით. „სწორედ ამას ემსახურება ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც არის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი დოკუმენტი და საქართველოს მთავრობა იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ ამბიციური გეგმის შეასასრულებლად", - განაცხადა ჯანელიძემ. ცნობისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია - „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის". დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების" მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)