|
2018-05-14 21:01:59, 1334 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 2 ღამე გავათენეთ და თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება
„ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 12-13 მაისს, საზოგადოებამ იხილა პოლიცია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს და არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას. „მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო გასული ორი დღის მოვლენებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალლდამცავები, პოლიცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, მომიტინგეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა - ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩაში მდგომი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცავებს, რომ მათ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში კანონპროექტის საბოლოო ვერსია იქნება წარდგენილი. „რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება. ასევე, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, აუცილებლად - თბილისის მერი, შესაძლოა, პარლამენტარებიც და ჩვენ ვისაუბრებთ ხელისუფლების კომპლექსურ გეგმაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა დაა ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს იქნება კომპლექსური, საყოველთაო ჩართულობის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა, რომლის აღსრულებაში, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მმართველი გუნდის მუშაობა დადებითად შეაფასა, და აღნიშნა, რომ დაპირისპირება თავიდან იქნა აცილებული. „საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური, ძალიან კარგი კოორდინაციით. იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული. გუშინ, კონკრეტულად მინისტრ გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ოპტიმალური იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. მთელი ამ ორი დღის განმავლობაში, პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული კახი კალაძე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე და მეც. ჩვენ, ყველამ ერთად პრაქტიკულად ორი დღე-ღამე გავათენეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. დანარჩენი მომავალ დღეებში გამოჩნდება“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)