|
2018-05-14 19:04:09, 1488 ნახვა
ეკონომიკა
ფრენკ ჰემსკერკი - ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია
საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია, რეგიონში კი, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია. მსოფლიო ბანკი მზადაა მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებას, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) აღმასრულებელმა დირექტორმა და ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში ფრენკ ჰემსკერკმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც, აგრეთვე WBG-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა დირექტორთა საბჭოს დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ბანკის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები და პროგრამები რეგიონში სამაგალითოა და ხელს უწყობს მოქალაქეების როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, წარმატებულ ინსტიტუციურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე; მოქნილ საგადასახადო სისტემასა და კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო განათლების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის ფინანსურ მხარდაჭერას და 25 წლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2019-2022 წლებში განხორციელდება. აღინიშნა, რომ სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც ამჟამად მუშავდება, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან სრულ თანხვედრაში იქნება. საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის დადებით ტენდენციას, აგრეთვე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს. მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და სტრატეგიული მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოში მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)