|
2018-05-14 16:28:02, 1078 ნახვა
კომენტარი
ჯაში: მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბოლო 2 დღის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო გუშინდელი აქციის მშვიდობიანად დასრულება. „უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის როლი გუშინდელი აქციის მშვიდობიანი დასრულების პროცესში. მე, როგორც პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ვადასტურებ ჩემს პოზიციას, რომ ნარკოპოლიტიკის დაბალანსება არის აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში და იმედია, მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა. ინფორმაცია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. „გასულ წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი ტემპით დავასრულეთ. 5 % შეადგინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, თავდაპირველად დაგეგმილი იყო 4%. საკმაოდ კარგი ტენდენციები გვქონდა და ეს ტენდენციები გრძელდება 2018 წელსაც. მარტში წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 5.6 %, ჯამში, პირველი კვარტლის მაჩვენებელი იყო 5.2 %, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე დაგეგმილი გვაქვს. 4.5 %-ია 2018 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ, ვიდრე ეს დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტით", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი განმარტებით,, მარტის თვეში ინფლაციის მაჩვენებელმა 2.8 % შეადგინა. გასულ წელს, ერთჯერადი ფაქტორების გამო, ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. თუმცა, მისივე თქმით, იყო განმარტებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის დასაწყისშივე ეს დაუბრუნდებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს და ასეც მოხდა - თებერვლიდან 3%-იანი გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებელი მიმდინარე წელს და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ფიქსირდება ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებელიც. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.3 %-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, გიორგი კაკაურიძის თქმით, ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელი გადაჭარბებით იქნა შესრულებული. მხარჯავი ორგანიზაციების მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებაზე გაამახვილა. "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესრულების მაჩვენებელია 98%, 251 614 000 ლარი იქნა საკასო ხარჯი გაწეული, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთხით - შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 4, 6 %-ს , 57 მილიონი 747 000 ლარი იქნა საკასო ხარჯი გაწეული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს. კომიტეტმა ცნობად მიიღო „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა".
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)