11:18 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 23:11:30, 1485 ნახვა

კომენტარი
„ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით“ - სააკაშვილი რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

„მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს სწორი აქცენტები აქვთ და უსამართლობას და ძალმომრეობას აპროტესტებენ.

„შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით“,- განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics