|
2018-05-12 22:09:30, 1432 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მიმდინარეობს სპეკულირება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც ვერ დავეთანხმები
„მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია, გაგრძელდება. „მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, საუბარია რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის მომავალში მის არსებობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას დღეს „ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, „ამ მოცემულობაში ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენლად მიაჩნია“.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)